Sunday, June 8, 2014

მეშვიდე- მერვე დღე

დასრულდა ჩვენი ტრენინგი. ყველაფერი შევასრულე შეძლებისდაგვარად. საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ. ყველაფერი ატვირთული მაქვს და პრეზენრაციაც მზად არის იმედია კარგი გამოვა. ყველას ვუსურვებ წარმატებებს.

Friday, June 6, 2014

მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღეს განვიხილეთ შეფასების რუბრიკებს და მიმართულების მიმცემი საკვანძი კითხვების ნიმუშებს სხვადასხვა თემისთვის.  საერთო ჯამში ტრენინგი საინტერსო იყო.

Saturday, May 31, 2014

მეხუთე დღე

        მეხუთე დღეს ბუკლეტზე მუშაობა დავასრულე და მივიღე საბოლოო სახე, მაგრამ ჯერ კიდევ არ ამაიტვირთავს. ვიმუშავე პროექტის გეგემაზე და საკმაო დავალებებიც იყო შესასრულებელი რასაც მგონი გავართვი თავი. ავტვირთე მოსწავლის ნამუშევარი და განვათავსე ბლოგზე.

Thursday, May 29, 2014

მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღე იყო საინტერესო და მრავალფეროვანი.განვიხილეთ ჩვენს მიერ შედგენილი ბუკლეტები,გავუზიარეთ ერთმანეთს იდეები. ყველაზე მეტად საინტერესო იყო Drive_ის შესწავლა და მისი გამოყენება. ნელ-ნელა მუშაობა უფრო საინტერესო ხდება.

Saturday, May 10, 2014

პროექტის პორთფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადი ბმულზე.

მესამე დღე

ნელ-ნელა საინტერესო ხდება ყოველი დღე.განვიხილეთ პროექტის გეგმა, ერთმანეთს გავუზიარეთ იდეები, წარმოვადგინეთ პროექტისთვის სარეკლამო ბუკლეტი.

Friday, May 9, 2014

მეორე დღე

მეორე დღეს ვიმუშავეთ პროექტის იდეაზე, ტრენერმა მოგვცა გასათვალისწინებელი მიმართულება და შენიშვნები. გავეცანი პროექტის გეგმის შაბლონებს და რესურსებს.
მოგვცა დავალება ავტვირთოთ პროექტის გეგემის ნაწილი.